|
2025-06-16 14:33:25, 2032 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს
რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 138 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 125 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დარტყმები 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები კი რვა ადგილას დაეცა. რუსებმა შეტევა ბრიანსკის, კურსკის, ორიოლისა და შატალოვოს მიმართულებებიდან განახორციელეს. თავდასხმის მთავარი მიმართულება დონეცკის რეგიონი იყო. უკრაინული მედიის ცნობით, 16 ივნისის ღამეს კიევზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ჩერკასის ოლქში ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხი და გაზსადენი დააზიანა, ერთ-ერთი სოფლის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზაპოროჟიეში, თავდასხმის შედეგად, სამრეწველო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა. დრონებით თავდასხმის გარდა, რუსებმა დონეცკის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ოლქში მნიშვნელოვანი ზიანი დაფიქსირდა: განადგურდა და დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი სახლები, მაღაზია, ორი საწარმო, გაზსადენი, საწყობები, სათბურები და ტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)