|
2025-06-13 18:02:21, 722 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს! თავისუფლება ნიკას!
ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ ასეთ დროს, ვინც ვერასდროს იქნება მზად, არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, შვილები. ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს! თავისუფლება ნიკას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნებისმიერი სახის გარიგება მმართველ პარტიასთან, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, გამოიწვევს საბოლოო რუსიფიკაციას. „ეს რეჟიმი, გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური ღირებულებებისგან როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. რუსული ცინიზმი და სისასტიკე კი არასოდეს გახდება ქართული და არასოდეს გახდება საქართველო. როგორც ნიკამ თქვა ბოლო სიტყვაში, ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი თვალთმაქცობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, თუ სხვა ტიპის გარიგება რეჟიმთან არის გზა საბოლოო რუსიფიკაციისკენ. მხოლოდ სიმტკიცით, სიმართლითა და ერთიანობით დავამარცხებთ ამ რეჟიმს და მოხარული ვარ, რომ დემოკრატიული ძალების უდიდესმა ნაწილმა კვლავ ერთიანობის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა. თავისუფლება ნიკას! სოლიდარობა მის ოჯახს, განსაკუთრებით სოფოს, მის შვილებს, მისი გუნდის თითოეულ წევრს ჩვენ თქვენთან ვართ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! „ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, როგორც თქვა ზურა ჯაფარიძემ. ასევე მინდა გამოვეხმაურო მათე დევიძის დაკავებას, ეს არის ნამდვილად სინათლის და სიმართლის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. მან კიდევ ერთხელ თავისი სიმართლით, სილაღით და სინათლით აჩვენა საზოგადოებას, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!, დიდება საქართველოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)