|
2016-03-18 13:00:20, 474 ნახვა
საზოგადოება
შვედეთის დეგელაცია საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობას გაეცნო
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გომის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ისინი საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობასა და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ. სტუმრებს უმასპინძლეს საზოგადოებრივი პროექტის - ”ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” - დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ელენე რომელაშვილმა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის გაცნობის შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც გომის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. ამავე შეხვედრაზე განიხილეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (sida) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტიც.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)