11:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 12:29:45, 859 ნახვა

ეკონომიკა
ლეგენდარული „ბავარია“ ქართულ ბაზარზე შემოდის

ლუდის ლეგენდარული ბრენდი „ბავარია“ ქართულ ბაზარზე შემოდის. მალე ამ ბრენდის საქართველოში ჩამოსხმულ ლუდს ადგილობრივი მოყვარულებიც დააგემოვნებენ. 

საქართველოში „ბავარიას“ ოფიციალური წარმომადგენელი „ზედაზენი“ იქნება. ამასთან, „ბავარიამ“ კომპანია «ზედაზენისთვის» უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა.

„ბოლო პერიოდში ისინი საქართველოს ბაზარმა დააინტერესა, კერძოდ, ისეთი 

 მაღალი ტექნოლოგიების ქარხანამ, როგორიც „ზედაზენია". ძალიან მოეწონათ დანადგარები, ხარისხი, კომპანიის სწრაფი განვითარება დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. ჩვენმა ქარხანამ ვალიდაცია გაირა და მოგვცეს უფლება, ლუდი ჩამოვასხათ როგორც შუშაში, ასევე პეტსა და ქილაში“, - განაცხადა კომპანია „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა. 

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ლუდი „ზედაზენის“ ქარხანაში უკვე მოხარშულია, მზად არის. ჩამოსხმა 25 მარტს დაიწყება, პრეზენტაცია კი 29 მარტს გაიმართება. 

„ბავარიას“ ქარხნები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქარხანა წელიწადში 6 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდის რეალიზაციას ახდენს. "ბავარია" პირველი უცხოური ბრენდია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან იყო განვითარებული და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო.

„ბავარია“ პილსნერის ტიპის ლუდია, რომელიც სადღეისოდ მომხმარებელთა მთავარ მეინსტრიმს წარმოადგენს. მისი სიმწარე ქართველ მომხმარებელზეა ადაპტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებულ ლუდზე ძალიან მაღალი ფასი გამოდის, გადავწყვიტეთ, იგი ადგილობრივად ჩამოგვესხა, რათა მომხმარებელს გავუიაფოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისთვის ეს მაღალხარისხოვანი ლუდი“, - აღნიშნა ვასილ სულხანიშვილმა. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics