13:51 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 09:46:59, 700 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - ოდესის სამიტზე უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტები დადასტურდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ოდესაში „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს კიევისთვის თავდაცვის სფეროში დამატებითი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის კოლეგებს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან თავდაცვის სფეროში დახმარების დამატებითი პაკეტები დადასტურდა.

სიბიგას ინფორმაციით, ლიდერებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერება განიხილეს.

„ჩვენი პარტნიორები უკვე დაინტერესდნენ, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ზამთრის პერიოდის წინ. ჩვენ დავინახეთ მათი მზაობა, გაწიონ კონკრეტული დახმარება“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, ოდესაში გამართული სამიტის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ის, რომ უკრაინა მარტო არ არის. „ჩვენი უახლოესი მოკავშირეები ჩვენთან არიან, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ჩვენთან არიან“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ოდესაში გუშინ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს ლიდერებმა, ასევე სერბეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics