02:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-11 11:04:26, 680 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი — NCDC ჩააბარეს “ავერსის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, მეტი ინტერესთა კონფლიქტი ძნელი წარმოსადგენია!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ჩააბარეს "ავერსის" ყოფილ გენერალურ დირექტორს. მეტი ინტერესთა კონფლიქტი (ან ინტერესთა თანხვედრა) ძნელი წარმოსადგენია! — ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.

მისი თქმით, "ოლიგარქიული საქმეების დალაგება გრძელდება!"

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჩააბარეს "ავერსის" ყოფილ გენერალურ დირექტორს.

ოლიგარქიული საქმეების დალაგება გრძელდება!

მეტი ინტერესთა კონფლიქტი (ან ინტერესთა თანხვედრა) ძნელი წარმოსადგენია!

ფული! ფული! ფული ჩქარა!", — წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ფურცელაძე 2011 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანია "ავერსი-ფარმაში" სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. 2016-2018 წლებში, სადაზღვევო კომპანია "ალფას" ხელმძღვანელობდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ბოლო დირექტორი ამირან გამყრელიძე იყო, რომელმაც თანამდებობა 2022 წლის აგვისტოში დატოვა — მას შემდეგ, ცენტრს მუდმივი დირექტორი არ ჰყავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics