|
2025-06-11 10:53:04, 516 ნახვა
პოლიტიკა
კობა კობალაძე - 2008 წელს, ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ოკუპანტებს გიდობას უწევდნენ
2008 წელი რომ გავიხსენოთ, ფაქტობრივად, მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული სახელმწიფოში, ქვეყანაში, – ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა. კობალაძის თქმით, „ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და, რეალურად, მეგზურობას, გიდობას უწევდნენ“. „ჩვენს სამშობლოს თუ რამემ შეუნარჩუნა სახე, ღირსება, სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ეს იყვნენ ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, მრავალი გულანთებული, პატრიოტი ადამიანი და წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან. პირიქით, თუ გადავხედავთ პროცესების დინამიკას, ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული და ერთმანეთში აზელილი იყო ცრემლი, ტკივილი, განცდა, ათასობით ახალი ლტოლვილი იყო საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი. ამას ემატებოდა ქვეყნის პრესტიჟი. რამდენიმე ათეული სოფელი, რომლებიც ჩვენი წინაპრების სისხლით, ოფლით იყო გაჯერებული, მოხსენიებული იყო ქვების გროვად. ხელისუფლებამ წარმოაჩინა მართვის უუნარობა და ჩვენი რიგითი მოსახლეობა, ჯარისკაცები, სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის. პროცესების დინამიკას თუ გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხელის ბიჭებად იყვნენ მივლინებულნი ოკუპანტების მიერ და, რეალურად, მეგზურობას, გიდობას უწევდნენ და მოხსენებით საღამოებს უმართავდნენ. ეს იყო რეალობა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)