17:09 - 22 Jul, 2026
|
2025-06-10 10:04:37, 2085 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს და ოდესას დაარტყეს - არის მსხვერპლი
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ექვს რაიონში ნგრევა დაფიქსირდა და ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისევ ისმის. „დედაქალაქს კვლავ დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები უახლოვდება. დარჩით თავშესაფრებში“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. ამასთან, 10 ივნისის ღამეს რუსებმა ოდესაში სამშობიარო სახლს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს და საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)