17:55 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 14:34:11, 1938 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის ერთ-ერთ ოპერატიულ აეროდრომს დაარტყა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა განახორციელა, მტრის მთავარი სამიზნე უკრაინის ერთ-ერთი აეროდრომი იყო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა ათობით რაკეტა და ასობით დრონი გაუშვეს.

„მასშტაბური დარტყმა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რაც რუსეთმა ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განახორციელა. მთავარი დარტყმა მიმართული იყო ერთ-ერთი ოპერატიული აეროდრომისკენ, მას მოწინააღდეგე დაესხა თავს“, - აღნიშნა იგნატმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ აეროდრომს გულისხმობდა. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია ქალაქ დუბნოში მდებარე ავიაბაზაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics