17:10 - 22 Jul, 2026
|
2025-06-07 12:34:51, 1853 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად საბავშვო პარკში, ის მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა
ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად საბავშვო მოედნის პარკში, ის მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომლებიც ათასობით მილის დაშორებით არიან, არ შეუძლიათ უკრაინელების ტკივილის შეგრძნება და გაგება. „საქმე პრეზიდენტ ტრამპში არ არის, არამედ ნებისმიერ ადამიანში, რომელიც ათასობით მილის დაშორებით, ამ ქვეყანაში არ იმყოფება. მათ ამ ტკივილის სრულად განცდა და გაგება არ შეუძლიათ“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 631 ბავშვი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)