13:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 12:52:56, 779 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ზოგიერთმა ევროპელმა ბიუროკრატმა კეთილი ინებოს და პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს

ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს - რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კალაძის თქმით, „ჯანსაღი კრიტიკა, პოლემიკა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს“.

„ჯანსაღი კრიტიკა, ზოგადად, პოლემიკა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პროცესია. მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. საუბარია იმაზე, რომ პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავიაო. ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ცილის წამებაზე, შანტაჟზე. პირდაპირ მცდელობები კონკრეტული ფაქტებით, მაგალითებით, რომ თუნდაც არჩევნების დროს არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდათ თავიანთი განცხადებებით, ქმედებებით. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, ჩაერიო სხვა ქვეყნის სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გვითქვამს, საქართველო მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, რომ ჩვენ რაღაც მითითებები მოგვცეს, ბრძანებები გასცეს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ის დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ ბიუროკრატს აქვს, რომ რაღაცას იტყვის სისულელეა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ და ეს არის თურმე სრული ეჭეშმარიტება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. კეთილი ინებოს, ვინც არ უნდა იყოს, პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics