|
2025-06-04 16:13:07, 739 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ევროპარლამენტარები ცდილობენ, რადიკალებისთვის მაშველ რგოლად გამოდგნენ
ანგარიშში ჩაწერეს სრულიად აბსურდული, სიმართლისგან საერთოდ დაცილებული თეზისები - ისინი ცდილობენ, რომ კვლავ რადიკალებისთვის მაშველ რგოლად გამოდგნენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ანგარიშის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ „მილიონ 120 ათასი ადამიანი არაფერს ნიშნავს და ჩვენი ქვეყანა არის მხოლოდ ის 300-400 რადიკალი, რომელიც ქუჩაში საღამოობით დარბის“. „ანგარიშში ჩაწერეს სრულიად აბსურდული, სიმართლისგან საერთოდ დაცილებული „თეზები“. ისინი ცდილობენ, რომ კვლავ რადიკალებისთვის მაშველ რგოლად გამოდგნენ. ხედავთ თქვენ, რომ როგორც კი, რაღაცნაირად ის ერთი მუჭა რადიკალები საღამოობით, რუსთაველზე სირბილს შეწყვეტენ, თუ შეამცირებენ, იმ წუთას, სადღაც მათ დავალებების მიმცემთა წიაღში გამოჩნდებიან ადამიანები თუ ადამიანთა ჯგუფები, ვინც ცდილობენ, მათი აქტიურობა ცოტა მეტად გაზარდონ. არაფერი გამოსდით, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც ამ ანგარიშში, კვლავ არის ქართველი ხალხისადმი სრულიად უწესო „თეზები“ აღნიშნული, სადაც თითქოს მილიონ 120 ათასი ადამიანი არაფერს ნიშნავს და ჩვენი ქვეყანა არის მხოლოდ ის 300-400 რადიკალი, რომელიც ქუჩაში დარბის საღამოობით. კარგად ჩანს აქ ყველაფერი. სიმართლე სად არის, ესეც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ და გარწმუნებთ, თვითონ იმ ხალხმაც კარგად იცის, სად არის სიმართლე, ვინც ამ სრულიად აბურდულ და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისგან განსხვავებულ და საწინააღმდეგო თეზისებს სვამენ. როდესაც სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პოლიტიკაში არავის ახსოვს და საზოგადოებას თავისი ნეგატიური ქცევით დაამახსოვრა თავი, ლეგიტიმურს უწოდებ, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)