|
2025-06-04 14:56:34, 1390 ნახვა
ეკონომიკა
ULC ტერმინალმა ახალი ლოჯისტიკური ჰაბი შექმნა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ULC ტერმინალმა ახალი სასაწყობე ჰაბი შექმნა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული. ახალი სასაწყობე მეურნეობა 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და საბაჟო საწყობს, საოფისე, კომერციულ და ადმინისტრაციულ შენობებს აერთიანებს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჰაბი უზრუნველყოფს საქონლის უსაფრთხო დამუშავებას და ხელს უწყობს ტვირთის დანიშნულების ადგილამდე სწრაფად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ტრანსპორტირებას. „საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სასარგებლო პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟმში აგრძელებს. ULC ტერმინალის პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ლოჯისტიკური ჰაბის შექმნას, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ყველა საბაჟო სერვისს. ეს კი საშუალებას მისცემს იმპორტიორებსა და საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს, ეფექტურად მართონ და დაგეგმონ ლოჯისტიკური პროცესები. პროცედურები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის, საწარმოსა და სატრანსპორტო პროცესების უწყვეტ ჯაჭვს. გვჯერა, რომ კომპანია ამ მიმართულებით ბაზარზე მომსახურების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 10,000 კვ.მ ფართობის ლოჯისტიკური სივრცის განვითარება. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას, ჩვენ კი გავაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და გაძლიერებას,“ — აღნიშნა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)