|
2025-06-04 14:14:58, 1090 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის მომდევნო სასამართლო სხდომა 17 ივნისს გაიმართება
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ივნისს გაიმართება. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, შემდეგ კი პროკურატურის მოწმე, საქმის გამომძიებელი, სალომე შიოშვილი გამოკითხეს. ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მათი სურვილია, საქმე მალე დასრულდეს, ამიტომ, ამ მიზეზით, აპირებენ, რომ მომდევნო სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები უდავო გახადონ. "შემდეგ სხდომაზე, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად, შევეცდები, რომ პოზიცია დავაფიქსირო. ჩვენი სურვილი იქნება, რომ ეს საქმე მალე დავასრულოთ. მტკიცებულებების უდავოდ გახდომა არ ნიშნავს იმას, რომ ბრალს ვეთანხმებით - იმას ნიშნავს, რომ დაველოდებით, სასამართლო რას იზამს. სასამართლოს არჩევანის წინაშე დავაყენებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს [...] ზურაბ ჯაფარიძე არც გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით აპირებს ლოდინს და არც ვინმეს პირობის მიღებას". - თქვა ჯაფარიძის ადვოკატმა. 22 მაისს ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. პროკურატურამ ჯაფარიძისთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა. ცნობისთვის, ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 16 აპრილს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)