|
2025-06-03 11:08:36, 890 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
28 მაისს PSP-ს ადმინისტრაციულ დირექტორს მამუკა ბრეგვაძეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ კორპორატიული წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. (EUGBC) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს ბრიუსელში ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაარსდა. საბჭოს ძირითად მიზნები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციაა. EUGBC-ის წევრი კომპანიები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ; როგორიცაა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფარმაცევტული, სადაზღვევო, საბანკო სექტორი, ტურიზმი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამჟამად, საბჭო 120-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. „EUGBC-ის ამოცანაა, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეშვეობით, ხელი შევუწყოთ წევრების საინტერესო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და გავუწიოთ დახმარება პარტნიორების მოძიებაში. ამასთან, PSP-სთან თანამშრომლობით, ჩვენ ვგეგმავთ წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაში და მხარდაჭერა გაუწიოთ PSP-ს, როგორც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანიის პოპლარიზაციას, მათ შორის, ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის მიმარულებით“- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ. ”ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დიდი და მრავლწლიანი გამოცდილება აქვს კომპანიებისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერის, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის განვითარების, ასევე ინვესტიციების მოზიდვის, ევროპული გამოცდილების გაზიარებით საკანონმდებლო ცვლილებებთან გამკლავებასა და ახალ ბაზრებზე წვდომაში. EUGBC ასოციაციის წევრობა კარგი შესაძლებლობაა თითეული კომპანიისთვის ბიზნეს ფორუმებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სექტორში საქმიან პარტნიორებთან ქსელურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ლოჯისტიკის, კონსალტინგისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სფეროებში“- განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ. EUGBC-სთვის PSP-ს წევრობა გაამდიდრებს ასოციაციის სექტორულ მრავალფეროვნებას და გააძლიერებს მის ხმას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინოვაციების მიმართულებით. ეს პარტნიორობა აფართოებს ასოციაციის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანდაცვის სტანდარტების დაახლოებას. შედეგად, თანამშრომლობა აერთიანებს როგორც კომპანიის ბიზნეს ინტერესებს, ისე ასოციაციის სტრატეგიულ მიზნებს.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)