|
2025-06-02 17:49:03, 1720 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი ერმაკი - სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს
დღეს, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი X-ზე წერს. „დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს. ეს ასობით ბავშვია, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ და იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ჰყავს“, - წერს ანდრეი ერმაკი. მისი თქმით, უკრაინელი ბავშვების დაბრუნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის განუყოფელი ნაწილია და ნდობის მთავარ ელემენტს წარმოადგენს. „ჩვენ პასუხს ველით. ბურთი რუსეთის მოედანზეა“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ცნობისთვის, დღეს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)