10:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-31 14:10:28, 868 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს - ის ებრძვის მის ნებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლური არჩევანი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის - ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება.

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს - ის ებრძვის მის ნებას.

საქართველოს აშორებენ ევროპულ გზას, აშორებენ ამერიკასთან პარტნიორობას და მიათრევენ უკან იმ წარსულში, სადაც კრემლი წყვეტდა, ვინ გადარჩებოდა და ვინ არა.

ეს რეჟიმი იბრძვის არა ქვეყნის, არამედ საკუთარი გადარჩენისთვის.

იჭერენ პოლიტიკოსებს, აუქმებენ პარტიებს, დევნიან ჟურნალისტებს და ასამართლებენ თავისუფალ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხმამაღლა ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ გაიგეს ერთი რამ: დასავლური არჩევანი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის - ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არჩევანი ვერ იქნება ვერც დაპატიმრებული, ვერც გაყიდული.

ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ოპოზიციის - ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მომავლისთვის.

ბრძოლა დაწყებულია და მას მხოლოდ ერთი ფინალი აქვს - ქართველი ხალხის გამარჯვება“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics