|
2025-05-30 15:48:04, 968 ნახვა
ეკონომიკა
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
დღეს, როცა მსოფლიო აქტიურად ეძებს გარემოსდაცვითად უსაფრთხო და ეკონომიურად გამართულ ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს, მზის პანელები არა მხოლოდ ალტერნატიულ რესურსს წარმოადგენს, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაც კია. ასე ვთქვათ, მზის ენერგია აღარ განიხილება, როგორც „შორეული მომავლის“ კონცეფცია; ის უკვე ჩვენი დღევანდელი რეალობაა. სწორედ ამ მიზნის გარშემო გაერთიანდა დარგის ხუთი სპეციალისტი და საფუძველი ჩაეყარა კომპანიას — შპს ჯგუფი 2805, რომელიც პირდაპირ მზის ელექტროსადგურისთვის შექმნილ SPV ერთეულს წარმოადგენს. შპს ჯგუფი 2805-ის დაარსების მთავარი მოტივაცია იყო თანამედროვე, ტექნოლოგიურად გამართული და მდგრადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნა. კომპანიამ მიზნად დაისახა იმგვარი სადგურის განვითარება, რომელიც მაღალი ხარისხის კომპონენტებზე, გამართულ საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და, რაც მთავარია, ეთიკურ მიდგომაზე იქნებოდა დაფუძნებული. ხუთივე მეწილე პროფესიონალია საკუთარი სფეროში, რაც საფუძველს ქმნის ტექნიკურად გამართული, ხარისხზე ორიენტირებული პროცესისთვის. „ჩვენს მზის სადგურს გამოარჩევს უნიკალური ადგილმდებარეობა, მარტივად მისასვლელი გზა, სიახლოვე ელექტრო ქსელთან. ასევე, ძლიერი ტექნიკური გადაწყვეტილებები, ვინაიდან ხუთივე მეპატრონე დარგის სპეციალისტი ვართ; უმაღლესი ხარისხის მონტაჟი, საუკეთესო მოწყობილობები. როგორც პანელები, აგრეთვე ინვერტორები, მსოფლიო ტოპ ბრენდებია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჩვენს სადგურს ჩაუტარდა ტესტირება ექსპლუატაციაში გაშვებამდე“, — აღნიშნავს ილია რაზმაძე, შპს ჯგუფი 2805-ის თანადამფუძნებელი. რა თქმა უნდა, დაარსების დღიდან ბევრმა გამოწვევამ იჩინა თავი. თუმცა შპს ჯგუფი 2805 არ შეჩერდა და ყოველი ნაბიჯი სტრატეგიულად გადადგა — მათ შორის მიწის შერჩევა: სპეციალურად შეიძინეს ტერიტორია, რომელიც ქვიანია, სახნავ-სათესად უვარგისი და ამჟამადაც გამოიყენება ცხვრის საძოვრად. ეს ეკოლოგიურად გონივრული მიდგომაა. მსგავსი პროექტის განვითარებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ასპექტი ფინანსური რესურსია, რაშიც შპს ჯგუფ 2805-ს მხარდაჭერა თიბისიმ გაუწია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს —შპს ჯგუფი 2805 მზადაა, თავისი ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო მეტად განავითაროს.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)