|
2025-05-30 15:18:07, 925 ნახვა
სამართალი
ნიკა მელია მოსამართლეს - რა სისულელე კითხვებია?! არა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ
რა სისულელე კითხვებია?! არა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვიკავებ თავს, მაგრამ შეიძლება მაინც გითხრათ, ცოტა ხანში, - ასე უპასუხა ბრალდებულმა ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის კითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ. აღნიშნულის შესახებ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის გამო ბრალდებულია და პროცესი მიმდინარეობს. გარდა მოსამართლისა, ნიკა მელიამ „სისულელე“ უწოდა ბრალდების მხარის კითხვებსაც. „ამ სისულელეს ვერ მოვუსმენ. ეს არ არის შეურაცხყოფა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება გაკადროთ თქვენ და რისი ღირსიც ხართ“, - მიმართა ნიკა მელიამ პროკურორს. აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურა გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ეწურებოდა, თუმცა გადახდამდე ის დააკავეს. ადვოკატების განმარტებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიიყვანეს, რომელიც 29 მაისის საღამოს სამართალდამცველებმა საერთოდ სხვა საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, კერძოდ კი, უწყების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფის ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების საფუძველზე. ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა. ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)