12:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 10:32:39, 494 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ლარი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის საყრდენს წარმოადგენს

ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია, საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს წარმოადგენს, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ლარის მიმოქცევაში შემოსვლიდან 30 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, წლების მანძილზე, ეტაპობრივად იხვეწებოდა ლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები.

„არსებობის სამი ათწლეული ისტორიის განმავლობაში, ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, წლების მანძილზე, ეტაპობრივად ეშვებოდა და იხვეწებოდა ლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები, 2014 წლიდან კი, ლარის გამორჩეული სიმბოლოც შეიქმნა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის იდენტიფიცირების კუთხით. ლარის სხვადასხვა კუპიურაზე დატანილი ეროვნული სიმბოლოები, ისტორიული ფიგურები და კულტურული ნიშნები დღემდე აძლიერებს ჩვენში ეროვნული იდენტობის განცდას და ამავდროულად სიამაყით გვავსებს. ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და მათ შორის ეროვნულ ბანკს დიდი მიღწევები აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში არსებული ურთულესი გამოწვევების,  პანდემიის, გეოპოლიტიკური სირთულეების, ომისა და გლობალური არასტაბილურობის ფონზე. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics