|
2025-05-29 13:15:26, 573 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი - ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, „ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი და საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც არჩევნები მოიგო". როგორც ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ირაკლი კობახიძემ ბრიუსელს თავი არ დაუხარა და ძლიერი, წარმატებული ლიდერი გახდა“. „საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა. ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა. ამ ქვეყნის 20% არის „რუსული დათვის“ მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი, გახდა ძლიერი და წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში”, - განაცხადა ორბანმა. ამასთან, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა გლობალური ბრენდი გახდა. „ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ, შეტევა, თავდასხმა, მაგრამ ბევრი ადამიანი, ვინც ამ დარბაზშია, არის იმის მტკიცებულება, რომ ბრძოლის გარეშე წარმატება არ არსებობს. არა მარტო უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის, არამედ გავიაროთ დიდი ტკივილიც. ამას ამტკიცებს დონალდ ტრამპიც. ლიბერალური, პროგრესული ხალხი ვერ გაუძლებდა იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ.. ჩვენ შევძელით კვლავ დავმდგარიყავით ფეხზე და ევროპელი ლიდერების სამაგალითო ეტალონი ვაჩვენეთ. სხვები იმალებიან, ჟურნალისტებს ეფარებიან უკან, მაგრამ ჩვენ გაბედულად ვდგავართ მათ წინ და ფანტასტიკურ შედეგებს ვაღწევთ ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ ვართ იმის მაგალითი, თუ რა არის გამძლეობა. კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა გახდა გლობალური ბრენდი. ეს კონფერენცია არის იმის მტკიცებულება, რომ ლიბერალებს ვაშინებთ და ისინი თავიანთ კუთხეში იმალებიან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. თარგმანს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)