14:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 11:29:16, 635 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია

უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა, რომ ეს „შესაძლებელია“.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს Taurus-ებზე რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბერლინში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics