13:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 21:01:58, 629 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია ადგილობრივ არჩევნებზე - იქ გასვლა არ არის უდიდესი შეურაცხყოფა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის

ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პაატა ბურჭულაძესთან, ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიას თქმით, ეს საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვაში ხალხის ჩართულობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ აქ ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აქ საზოგადოება არის განსხვავებული, საზოგადოებრივი ჯგუფები არიან ერთმანეთისგან განსხვავებული, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებსაც კრიზისის დაძლევა სურთ. კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ხალხის ჩართულობით. ხალხის ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს და უზრუნველყოს ამ საორგანიზაციო ჯგუფმა, ამაზეა საუბარი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უპირატესობაზე კი არ არის საუბარი, საპარლამენტო არჩევნების უპირატესობაზეა.

ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics