|
2025-05-28 16:58:45, 992 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტის ჩართულობით, სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება
საქართველოს შემდეგ, გალტ & თაგარტი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას სომხეთში ახორციელებს. გალტ & თაგარტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია Ameria Management Advisory-თან ერთად, სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის იმპლემენტატორია. ინიციატივა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან პარტნიორობით ხორციელდება. პროგრამის მიზანია, კაპიტალის ბაზარზე კორპორატიული ემიტენტების აქტივობის ზრდის ხელშეწყობა, საჭირო ხარჯების თანადაფინანსებისა და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარების გზით. პროექტის სტრატეგიულ მიზნებს შორისაა:
“გალტ & თაგარტისთვის საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რეგიონის მასშტაბით კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მსგავსი ინიციატივა უკვე წარმატებით დავნერგეთ საქართველოში და მოხარული ვართ, რომ ამჯერად გამოცდილებას სომხეთის ბაზარს ვუზიარებთ. ეს პროგრამა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სომხური კომპანიებისთვის, რათა გაზარდონ საჭირო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა. გვჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ სომხეთში კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის გაძლიერებაში, რაც საბოლოოდ ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს" - აცხადებს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)