16:34 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 18:50:29, 596 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო წვრთნებში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 20 ხომალდი და 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

რუსული მედია წერს, რომ სამხედრო ხომალდებს მხარს უჭერს 25 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

რუსეთის ბალტიის ფლოტის ძალების დაგეგმილი წვრთნები ტარდება ჩრდილოეთ ფლოტის ძალების ნაწილის მონაწილეობით და საჰაერო კოსმოსური ძალების, მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების მხარდაჭერით.

წვრთნების ფარგლებში, გემების ეკიპაჟები წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო მისიებს, უპილოტო ნავებისგან დაცვას განახორციელებენ და საზღვაო და საჰაერო სამიზნეების მიმართულებით პრაქტიკულ საარტილერიო ცეცხლს გამოიყენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics