23:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 12:39:57, 661 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას 5 ივლისამდე გაუგრძელებს

პარლამენტი "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას" უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით - 5 ივლისამდე გაუგრძელებს.

ამასთან, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სესიაზე შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.

დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივნისს ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics