|
2025-05-26 13:37:17, 556 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საქართველო, წინა მთავრობისგან განსხვავებით, არ მიისწრაფვის არანაირი ურთიერთობისკენ ტერიტორიის ხარჯზე
საქართველო, წინა მთავრობისგან განსხვავებით, არ მიისწრაფვის არანაირი ურთიერთობისკენ ტერიტორიის ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რას ეტყოდა მათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ საქართველო რუსეთის ზეგავლენის სფეროში ექცევა. „ვეტყოდი, რომ გამოვიდნენ აღქმებიდან და შეხედონ ფაქტებს და ფაქტები არის ის, რომ საქართველოს, წინა მთავრობისგან განსხვავებით, მთავრობის, რომელიც 2012 წლამდე იყო, საოკუპაციო ძალისთვის საქართველოს ტერიტორიის არც ერთი ინჩი არ შეუწირავს. საქართველო, წინა მთავრობისგან განსხვავებით, არ მიისწრაფვის არანაირი ურთიერთობისკენ ტერიტორიის ხარჯზე. ასე რომ, თუკი ფაქტებით იმსჯელებთ, სწორედ წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ შესწირა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვაზე, რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს ბაძავთ უცხოური აგენტების გამჭვირვალობის კანონის მიღებით, პაპუაშვილმა უპასუხა: „ჩვენ არ ვბაძავთ რუსეთს, ჩვენ ვბაძავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას“. ამასთან, პაპუაშვილმა უპასუხა უცხოელი ჟურნალისტის კიდევ ერთ შეკითხვას, რომლის თანახმად, „ბევრი ევროპული ქვეყანა თვლის, რომ საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება“ და განაცხადა: „ვიცი აღქმების შესახებ, ვსაუბრობ ფაქტებზე“. „ფაქტია, რომ საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი. რაც შეეხება აღქმას, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, თუნდაც ზოგიერთი მთავრობა, ცდილობს შექმნას აღქმები, ცუდი აღქმები საქართველოს შესახებ. გავიხსენოთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ ყველაფერი სწორი იყო, რომ ქართული სამართალი სწორი იყო და ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი, უცხო ქვეყნების მთავრობები, ყველა უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა საქართველოს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ცდებოდა. სამწუხაროდ, არცერთმა მათგანმა არ მოიხადა ბოდიში საქართველოს წინაშე საქართველოს შესახებ ამ მცდარი აღქმის შექმნისთვის. ასე რომ, საქმე იმაში არ არის, თუ რას ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი ან ჯგუფი, საქმე ფაქტებშია და როდესაც ფაქტებზე ვსაუბრობთ, ფაქტები უფრო ძლიერია, ვიდრე აღქმები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)