18:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 11:31:30, 551 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა, ჩვენი ძალა არის ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი

თავისუფლება და დამოუკიდებლობა არასდროს არის გარანტირებული, ეს არის ღირებულება, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაცვასა და განმტკიცებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისვე შეფასებით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა, „არამხოლოდ გარე, არამედ შიდა საფრთხეებთანაც”.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

თავისუფლება და დამოუკიდებლობა არასდროს არის გარანტირებული, ეს არის ღირებულება, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაცვასა და განმტკიცებას.

ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა, არამხოლოდ გარე, არამედ შიდა საფრთხეებთანაც.

დღეს, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ერთად გააყალბოს ისტორია, წაართვას ხალხს მომავალი და საქართველოს მტრად ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები გამოიყვანოს, მაშინ, როცა ნათლად ჩანს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი.

ისტორია მეორდება - იგივე მეთოდები, იგივე მიზნები, მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება, მაგრამ დღეს საქართველოს აქვს ის, რაც წინათ არ ჰქონდა - დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი მთელი თაობები, რომლებმაც თავისუფლება და ევროპული ღირებულებები მიიღეს, როგორც ბუნებრივი, გარდაუვალი და მზად არიან, ბოლომდე იგი დაიცვან.

ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა, ჩვენი ძალა არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველო არ დარჩება მარტო, დაუცველი; საქართველო არ მოხვდება იზოლაციაში;

საქართველო გააგრძელებს თავის ევროპულ გზას და იქნება თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი ქვეყანა ძლიერ მეგობრებთან ერთად!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის ისტორია, სიმართლე და ქართველი ხალხის ნება იყოს თავისუფალი.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics