16:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 16:29:37, 811 ნახვა

მსოფლიო
მარტა კოსი - უკრაინის გზა ევროკავშირისკენ შორეული მიზანი არ არის

ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების ესკალაცია საგანგაშოა: გუშინდელი ღამე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო,- ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს სისასტიკეს, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

„უკრაინის გზა ევროკავშირისკენ შორეული მიზანი არ არის: ეს სტრატეგიული იმპერატივია. შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, - აცხადებს მარტა კოსი.

შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics