|
2016-03-17 10:53:25, 442 ნახვა
საზოგადოება
მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში გოგა ჩანადირთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდულ პროგრამებს განაგრძობს. პროექტ „პროფესიული არჩევანის“ ფარგლებში მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლეებს ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი შეხვდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სტუმარი ახალგაზრდებს ფოტოხელოვნების შესახებ ესაუბრა. საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გოგა ჩანადირმა მცირე პრეზენტაციის სახით წარადგინა ფოტოხელოვნების მინიმალური სტანდარტები და ის გამოწვევები, რომელიც თან ახლავს ამ პროფესიას. შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა ფოტორეპორტიორს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ადგილობრივი ახალგაზრდული ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ. შეხვედრას 14-დან 18 წლამდე ასაკის 30 ახალგაზრდა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ გოგა ჩანადირი აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)