|
2025-05-24 10:27:25, 1119 ნახვა
საზოგადოება
24 მაისი - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან ცვალებადი მიმართულების. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +4, +9°, დღისით +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან ცვალებადი მიმართულების. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +15°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი, დღ.II ნახ-დან ცვ. ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +15°.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)