|
2025-05-23 18:42:07, 1406 ნახვა
ეკონომიკა
„აანთე საქართველოს დროშა“ — საქართველოს ბანკის ინიციატივა ემიგრანტებისთვის 26 მაისის აღსანიშნავად
საქართველოს ბანკი დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული კამპანიით აღნიშნავს. ბანკმა გადაწყვიტა, წელს ეს დღე კიდევ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი გახადოს ადამიანებისთვის, რომლებიც სამშობლოდან შორს ცხოვრობენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, სიმბოლურად აანთონ საქართველოს დროშა ციფრულად პირდაპირ ფილარმონიის დიდ ეკრანზე. საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე aantedrosha.ge განთავსდება ღილაკი – „აანთე საქართველოს დროშა", რომელზე დაჭერის შემდეგაც მომხმარებლები 26 მაისს ეკრანზე პიქსელებს აანთებენ და საქართველოს დროშას გამოსახავენ. პიქსელების ანთება შესაძლებელი იქნება 18:00-დან 22:00-მდე. პერფორმანსში ჩასართავად, ემიგრანტი ნათესავებისა და მეგობრების მოწვევა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ. სიახლე მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ემოციური კავშირის გაღრმავებასა და მათი ჩართულობის გაზრდას იმ ინიციატივებში, რომლებსაც ბანკი ტრადიციულად, 26 მაისს აწყობს. “საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია ემიგრანტების მხარდაჭერა და მათთან გრძელვადიანი კავშირის გაღრმავება. ამ კამპანიით გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფასოთ მათი წვლილი ქვეყნის ცხოვრებაში და დავეხმაროთ, შეინარჩუნონ კავშირები — სიმბოლური ინიციატივით, რომელიც სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ემიგრანტებს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ კულტურული და სოციალური აქტივობებითაც უჭერს მხარს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურული ფესტივალებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, სადაც ემიგრანტებს ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ახალი კავშირების დამყარება შეგიძლიათ. ამასთან, საქართველოს ბანკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას უჭერს მხარს.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)