17:58 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 10:12:31, 762 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ ანგარიშსს განიხილავს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის თაობაზე და საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოს შესახებ  ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშსს განიხილავენ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება. ასევე, ჩართულები არიან საერთაშორისო ინსტიტუტები და ეს სისტემა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ასევე, გულისხმობს ახალი დამატებითი, დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც უკვე მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. მანამდე გვექნება გაწერილი გეგმა საკანონმდებლო ცვლილებების. დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას, ეს არის დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინასებული დაგროვებითი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომავალი პენსიონერებისთვის იმ სოციალურ დონეს უზრუნველყოფის, რომელიც სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს მომავალი პენსიონერებისთვის. ეს სისტემა არ გულისმობს არსებული მინიმალური, საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას, პირიქით, არსებული საბაზისო საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად",-განმარტა  პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics