|
2025-05-22 20:04:43, 851 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ
ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც სასამართლო სხდომათა დარბაზში ზურა ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. ნიკა გვარამიას განცხადებით, საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება კიდევ უფრო გართულდება. „დღეს ეს უკვე ნამეტანი იყო. ამდენჯერ პატიმრობაში ვარ ნამყოფი და დღეს რაც მოხდა მართლა ნამეტანი იყო. უნდა დავიჯეროთ და შეკითხვები არ დავსვათ - იქნება თუ არა რამე? არაფერი არ იქნება თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველას ასე ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ სხვანაირად მოხდეს, მაგრამ არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაჭერებზე და შიშზე. არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ და შეკითხვები არ ისმოდეს, რა მოხდება და როგორ. ოლიგარქია სანამ იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები. მხოლოდ მკაფიო და რადიკალური. ზოგიერთს, რომ ეგონა, რომ აშშ-მა ეს თქვა გუშინ და ამიტომ ბიძინა გადაიფიქრებს,, ასე არ არის, ბიძინას არ აქვს უკან დასახევი გზა, უმძიმეს ჩიხშია. აწი თუ უფრო გართულდება საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორემ არ შემსუბუქდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)