19:34 - 22 Jul, 2026
|
2025-05-22 19:59:58, 2295 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე ალექსანდრ ვუჩიჩს, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბ კოლეგას, ალექსანდრ ვუჩიჩს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „მე ვესაუბრე სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს. განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ორმხრივი თანამშრომლობა. კერძოდ, ვისაუბრეთ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორმატში ურთიერთქმედებაზე. ჩვენ მას ისე განვავითარებთ, რომ ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდოს. შევთანხმდით გრაფიკზე და მოვილაპარაკეთ, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს ზელენსკი. ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთი იყო იმ ორი ევროპელი ლიდერიდან, რომლებიც წელს მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრნენ.
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)