|
2025-05-22 19:07:55, 795 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. აღნიშნული ადვოკატებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მოსამართლეს კიდევ ერთხელ მიმართეს სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით და მან კვლავ არ შეცვალა გადაწყვეტილება. "თქვენ არ ხართ მოსამართლე", - მიმართა ირაკლი შვანგირაძეს ნიკა გვარამიამ. ადვოკატების დარბაზიდან გასვლასთან დაკავშირებით მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განაცხადა, რომ ამას სასამართლოს უპატივცემულობად ჩათვლიდა, რასაც მას გვარამიამ უპასუხა, რომ თუ უნდოდა, დაეჯარიმებინა. "გაბრძანდით" - უთხრა მათ მოსამართლემ, რასაც გვარამიამ ასე უპასუხა: "მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები",- განაცხადა გვარამიამ. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პოზიცია ჰკითხა, რასთან დაკავშირებითაც მან უპასუხა, რომ მისთვის ადვოკატი დაენიშნათ. "ორი შუამდგომლობა დამიტოვეს, რომელიც დასაყენებელია და ადვოკატი მჭირდება",- განაცხადა ჯაფარიძემ. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, იმასთან დაკავშირებით, ჯაფარიძის სხდომა ადვოკატის გარეშე გაგრძელდება თუ მას საზოგადოებრივ ადვოკატს დაუნიშნავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)