|
2025-05-22 16:19:40, 890 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს
ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები. „დიდი ალბათობით, რადგან ამოდენა მობილიზაცია აქვთ და ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. მაგრამ ერთი ვერ გათვალეს აშკარად, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სილა, როცა კომისიაზე არ მივიდნენ, შემდეგ ოქრუაშვილმა ხელუკუღმა დაუმატა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ უხრის. ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)