|
2025-05-19 17:24:55, 1382 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, Ibis Tbilisi Airport გაიხსნა
საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „Fujin Silk Properies”- მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამვარსკვლავიანი Ibis-ის ბრენდის ახალი სასტუმრო - Ibis Tbilisi Airport გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მლნ ევროს შეადგენს. ის საქართველოს ბანკის, ფრანგი ინვესტორის, ჯონ დოდელანდეს და კომპანია Fujin Silk Properties LLC - ის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 4,600მ² ფართობზე 72 ნომრიანი სასტუმრო განთავსდა, სადაც სტუმრები რესტორნით, ღვინის მაღაზიით, სატრენაჟორო დარბაზითა და საკონფერენციო სივრცით სარგებლობას შეძლებენ. ის 39,000 მ² ფართობზე კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს და მისი მიზანი აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული, სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესებაა. ინფორმაციისთვის, სასტუმრო Ibis Tbilisi airport-ი საერთაშორისო ბრენდ - ACCOR - ის ქვეშ ფუნქციონირებს. ACCOR-ი ევროპის უმსხვილესი ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში 5,584 სასტუმროს, კურორტსა და დასასვენებელ სახლს ფლობს და მართავს. “საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „Fujin Silk Properties”- თან ჩვენი პარტნიორობა. მოხარულები ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი, ამჯერად Ibis Tbilisi Airport გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია არამხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ და ტურიზმის სექტორის გაძლიერებას. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ და კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელონ. სამომავლოდ, კომპანიას არაერთი გეგმა აქვს, რაც მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. (R)
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)