|
2025-05-17 14:11:57, 6355 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი
17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს - დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღვწით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” წერს. მისი თქმით, საქართველო არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, „რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან“. „ეშმაკი ყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს. 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ. დღევანდელ დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღვწით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან. ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!“,- წერს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)