|
2025-05-15 16:03:23, 1213 ნახვა
სამართალი
ონისე ცხადაძე პოლიციელს - რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში?
რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში? - ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოწმე პოლიციელს ნიკოლოზ ხურცილავას მიმართა. როგორც ცხადაძე აღნიშნავდა, ის იმ დღეს, როცა პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, იქ არ იმყოფებოდა. „არანაირი პრეტენზია არ მაქვს თქვენზე, ისევე როგორც თქვენ ვერ გექნებათ ჩვენზე. მაინტერესებს, საქმეს თუ იცნობთ ჩვენს შესახებ, რას გვედავებიან?" - მიმართა პოლიციელს ცხადაძემ, რაზეც მან უპასუხა, რომ „225-ე მუხლს, ჯგუფურ ძალადობაში თანამონაწილეობას“. სამართალდამცავს ცხადაძემ კვლავ კითხვით მიმართა, „რა უთხრეს მას, რომ სასამართლოში ის პირი დახვდებოდა, ვინც ის დააზიანა თუ არა“. „მე დამიბარეს და მოვედი აქ... როცა გიბარებენ, ვალდებული ხარ, მიხვიდე“, - უპასუხა პოლიციელმა, რომელსაც ისევ ჩაეკითხა ცხადაძე, უკითხავს თუ არა, რის გამო მიდიოდა სასამართლოში. „როგორ არა, ვიცოდი რაზეც უნდა დავკითხულიყავი, 28 ნოემბერს დავზიანდი პოლიციელი, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა“, - უპასუხა ხურცილავამ, მას კვლავ მიმართა ცხადაძემ კითხვით: „და გითხრეს, იქ ეს ადამიანი დაგხვდება, ვინც დაგაზიანაო?"- აღნიშნულს მან უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, ეს ადამიანი დაგხვდებაო არა, თავიდანვე ვთქვი, რომ არ ვიცი ვინ ისროლა, ხელს ვერავის დავადებდი“, - განაცხადა ხურცილავამ. მას ბრალდებულმა იუმორისტმა ისევ მიმართა კითხვებით. „მე პირადად 28 ნოემბერს, იქ სადაც დაზიანება მიიღეთ, საერთოდ არ ვყოფილვარ და ჩემთან პრეტენზია ვერ გექნებათ. თქვენ თქვით, მოქალაქეებისგან დაიწყო ძალადობაო, ჩვენ არცერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს, აქ გავიცანით ერთმანეთი, თქვით, ნიღბიანი ადამიანები ერთმანეთს აწოდებდნენ ქვებს, რაღაცებსო. ახლა კითხვას დავსვამ და თუ გასაპროტესტებელი იქნება, ბრალდების მხარე გააპროტესტებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ვაპროტესტებდი, იმიტომ ვზივარ აქ. ანუ არც ერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთს ვუთხარით, მოდი ქვა მომეცი, ვისროლოთო, ამას ვამბობდით?",- მიმართა პოლიციელს ცხადაძემ. აღნიშნული კითხვა ბრალდების მხარის პოზიციის შემდეგ მოიხსნა. ცხადაძემ ასევე ხურცილავას ჰკითხა, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები თუ დაინახა, რასაც პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა. "ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ახლა აქ ირაკლი კობახიძე იჯდებოდა და შესაძლებელი იქნებოდა, თქვენ გქონოდათ იმის შანსი, ის დაგეკავებინათ, მაგრამ ეს შანსი ხელიდან სამწუხაროდ გაუშვით",- განაცხადა ცხადაძემ. ამ წუთებში ჩვენებას კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, დაზარალებული ილია ბუიღლიშვილი აძლევს. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)