|
2025-05-14 15:14:27, 618 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება - ჩვენ არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული სპეციალური განცხადების პროექტი განიხილეს. მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან ექნება სავაჭრო, ეკონომიური და ჰუმანიტარული ურთიერთობები, რადგან „ეს არის საქართველოს ინტერესში, რომ მას ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან“. „მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, არ აქვს მნიშვნელობა უცხოელი აქტორი იქნება თუ ჩვენი მოქალაქე, რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი, გაცხადებული პოზიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება. ჩვენ არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პოზიცია, რომელიც ადრეც გვქონდა, დღესაც გვაქვს და სანამ ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში, ეს პოზიცია გვექნება. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები ჩვენ გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საქართველოს ინტერესში, რომ მას ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნებს - ბევრ ქვეყანას, რომელიც დღეს დაპირისპირებაში არის რუსეთთან, სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ და დიპლომატიური ურთიერთობებიც არავის არ შეუწყვეტია რუსეთთან, ამიტომ ჩვენი დადანაშაულება ამაში უბრალო ფარისევლობაა და მეტი არაფერი,“ - განაცხადა სამხარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ სპეციალურ განცხადებას მხარი დაუჭირა. განცხადების შინაარსი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)