|
2025-05-14 12:49:28, 888 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა - განათლების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შექმნა, რომლის მიღებაც მათ 4 პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეუძლიათ. სტიპენდიის გამარჯვებულებს უნივერსიტეტები მათ მიერ შედგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ავლენენ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ირიცხება პარტნიორ უნივერსიტეტებში. ამასთან:
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: stipendia.bog.ge სიმბოლურია, რომ სწორედ გიორგი ჩახავას მიერ დაპროექტებულ, ეპოქალურ შენობაში დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისია განთავსებული. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)