12:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 12:09:48, 619 ნახვა

პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც

უკრაინა განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას და ის თავს იცავს. საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. საქართველოს 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.

ელჩის თქმით, რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ამიტომაც ევროპის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა მოხდეს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.

„ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რუსეთის სამიზნეები ვართ. რაც ჩვენ ვისწავლეთ არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთს. რომ რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომელიც სამეზობლოს წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის მავნე ქმედებებს, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას, ასევე სამეზობლოში ყველას წინააღმდეგ სხვა ჰიბრიდულ საქმიანობას, სჭირდება სათანადო პასუხი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics