|
2025-05-13 18:33:00, 1913 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს, თუ პუტინი ნამდვილად არის მზად არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში შეხვედრისთვის. მაშინ ლიდერების დონეზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდეთ. სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან მხოლოდ ის წყვეტს ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს მასთან პირდაპირი მოლაპარაკებების ეშინია. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 11 მარტს საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინამ სრულად დაუჭირა მხარი აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ, რადგან უკრაინა ომის დასრულებისკენ მიისწრაფვის. ზელენსკის განცხადებით, უკვე 63 დღეა, რაც ეს შეთავაზება ძალაშია. „მე არაერთხელ აღვნიშნე ეს პრეზიდენტ ტრამპთან. მიმაჩნია, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება, არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, არ სურს რამე მოლაპარაკებები. უკვე აღარაფერს ვამბობ, რომ მას ეშინია ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკებების“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)