|
2025-05-13 18:07:07, 1619 ნახვა
ომი უკრაინაში
კაია კალასი - საქართველომ 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა; ხელშეკრულება მშვიდობის გარანტია არ არის
ხელშეკრულებები არასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას. საქართველომ ეს 2008-ში ისწავლა; უკრაინამ 2014-ში, ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის 3-წლიანი სრულმასშტაბიანი ომით - ამის შესახებ განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა კოპენჰაგენში გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, სიძლიერე აკავებს აგრესორებს. სისუსტე მათ შინ პატიჟებს. ,,კიევი ვერ დათანხმდება კიდევ ერთ ბუდაპეშტის მემორანდუმს – მხოლოდ სიტყვები არასდროსაა უსაფრთხოების საკმარისი გარანტია. ამიტომაც არის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის არმიის უდიდესი მხარდამჭერი და ამიტომ უნდა იყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი'' - განაცხადა კაია კალასმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)