|
2025-05-13 17:04:24, 1011 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთის განაჩენის საფუძველზე შსს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს
ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღების ფლობის ნებართვას უუქმებს. შსს-ს წერილს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყებისგან დამატებითი დეტალებისთვის „პუბლიკა” ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას. ქართველი მებრძოლი რატი ბურდული რუსეთში „ტერორისტებისა და ექსტრემისტების” სიაში 16 აპრილს დაამატეს – რუსული პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, რატი ბურდულს რუსეთში ბრალად ედება 2022 წლის მარტსა და 2024 წლის აგვისტოს პერიოდში უკრაინის მხარეს ბრძოლა, მას რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)