14:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 15:19:52, 783 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ

საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო კარგი იქნება. როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიცია მაინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, „ესეც კარგია, რადგან საზოგადოება არჩევნებზე კიდევ ერთხელ განაჩენს გამოუტანს“.

„როგორც ვაკვირდები, „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“ უკვე დიდად აღარც ცდილობენ, რომ მოიტყუონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხებზე. პირდაპირ განაცხადეს, რომ ბოიკოტს არ უცხადებენ. ასე რომ, კარგია, თუ საბოლოოდ, ამ ტყუილს თავს დაანებებენ. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ. საბოლოოდ, მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის მათ ამომრჩეველს, პარტიები არ ატყუებდნენ. ამ ტყუილს რაც უფრო მალე დაასრულებენ და თუკი გამბედაობა აქვთ, პირდაპირ თქვან და „თვალში ნაცარი არ აყარონ“ საკუთარ ამომრჩეველს, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი იქნება. ზოგადად, მივესალმები, რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო კარგი იქნება. ექსტრემისტებს არაფერი ესაქმებათ როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასე რომ მათ მიერ მონაწილეობის არმიღება დემოკრატიისთვის კარგია, ვინაიდან საბოლოოდ ჩაიხსნებიან ყოველგვარი პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია, რადგან საზოგადოება არჩევნებზე კიდევ ერთხელ განაჩენს გამოუტანს “,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics