|
2025-05-12 12:17:17, 1645 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს - დაზარალდა ოთხი ოლქი
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 108 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 55 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 30 დრონი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა. თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, მიკოლაივის, დონეცკისა და ჟიტომირის ოლქები. შეგახსენებთ, შაბათს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში დღეიდან, 12 მაისიდან ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით უნდა ამოქმედებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)