|
2025-05-11 16:31:51, 1220 ნახვა
საზოგადოება
თბილისში აშშ-ის საელჩომდე მსვლელობა - „მადლობა მეგობარს“ მიმდინარეობს
თბილისში, მოქალაქეები ახმეტელის მეტროსადგურიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომდე მსვლელობას სახელწოდებით - „მადლობა მეგობარს“ მართავენ. მსვლელობის მონაწილეები ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობას უხდიან იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - „MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა. როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, „MEGOBARI აქტი” საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერი დოკუმენტია. ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ს დროშები. გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებენ: “გადადექით”, “სანქციები გზაშია”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “დამხობა რეჟიმს”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: “ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობაო”, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”, “MEGOBARI ACTI - მეგობრობა აქტში!” ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მანამდე, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და დელისის მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)