|
2025-05-10 13:44:45, 935 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - 2 000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს და ჰერჩინსკიმ ვერ შეძლო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის უკვე გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია რეალურ ევროპულ ღირებულებებთან. „ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას ურთიერთთანამშრომლობას, საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას სთავაზობდა. ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკის და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. ეს შეცვლილი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს. მეტყველებს ევროპელი ბიუროკრატების დღის წესრიგსა და მათ სურვილზე, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ორკვირიანი მზადების, პროპაგანდისტული მანქანის სრულად ამოქმედების მიუხედავად, ვერ შეძლეს 2 000 კაცზე მეტის შეკრება. საზოგადოებისთვის უკვე სრულად გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მათ 2 000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს და ჰერჩინსკიმ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა. როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნის ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრება სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. „გვახსოვს, მაგალითად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებთან მიმართებით, იქნება ეს მზია ამაღლობელი თუ სხვა, აცხადებდა თავის სურვილებს და არა იმ რეალობას, რაც საქართველოში არის და საზოგადოებამ იცის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჰერჩინსკისა და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც ქმნიდნენ მოცემულობას, თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმე აწამებს, არაადამიანურ პირობებს უქმნის. სინამდვილე აბსოლუტურად საპირისპიროა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ გვახსოვს სასამართლო სხდომებზე კონკრეტული ჩინოსნების, ელჩების დასწრება, რაც რა არის სხვა, თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)